среда, 14 апреля 2010 г.

პროექტის სახელი:ხალხური საკრავები

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი შეეხება ფოლკლორს,კარძოდ ქართულ ხალხურ საკრავებს,მათ მოკლე ისტორიას და წარმოშობას।

პროექტის სრული აღწერა: საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი, ეროვნულ სიმღერებთან ერთად, ქმნიდა და ავითარებდა ეროვნულ სამუსიკო საკრავებს, რომლებსაც იყენებდა როგორც ლხინში, ისე გასაჭირის ჟამს. მუსიკა ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელი და თანაარსი მოვლენა იყო. ცხადია, ამან განაპირობა სხვადასხვა სახის მუსიკალური საკრავების განვითარება და მათი გამოყენების მაღალი კულტურა. დროთა განმავლობაში მუსიკალური აზროვნების შესაბამისად საკრავები დახვეწაგანვითარებას განიცდიდნენ. მოძველებულნი კი გზას უთმობდნენ ახალსა და უფრო სრულყოფილ საკრავებს. ცალკეულ შემთხვევაში ამ საკრავთა ზოგიერთი ნაწილი საერთოდ გადიოდა ხმარებიდან. ამჟამად, მოგვეპოვება ქართული საკრავების ბევრი ისეთი სახელწოდება, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან სახელწოდების ქვეშ მოქცეული რეალური საგანი დიდი ხანია გასულია ყოფიდან.

მონაწილეთა ასაკი:პროექტში მონაწილეობას მიიღებენ პირველი კლასის მოსწავლეები.

ვადები (ხანგრძლივობა):პროექტის განხორციელება დაგეგმილია სასწავლო წლის ბოლოს ; მაისის თვეში

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
ა) ბავშვები გაარჩევენ და ამოიცნობენ სევდიან და მხიარულ მუსიკას;
ბ)ამოიცნობენ სიმღერებს _შრომის თემაზე, პატრიოტულ თემაზე და ა।შ.
გ)მოისმენენ სხვადასხვა ინსტრუმენტის ჟღერადობას;
დ)გამოიცნობენ მას სურათის და ასევე ჟღერადობის მიხედვით;
ე)შეძლებისდზგვარად მოიტანენ საკრავებს, თუნდაც სათამაშოს სახით;

შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ისწავლიან, გაეცნობიან მუსიკალურ საკრავებს;ეცოდინებათ ხასიათის მიხედვით მელოდიის ამოცნობას;ისწავლიან ხალხურ სიმღერას; გამოუმუშავდებათ გემოვნება; გაეცნობიან ცნობილ შემსრულებლებს,მომღერლებს

სამუშაო ენა: ქართული ენა

კავშირი საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან:პროექტზე მუშაობის დროს კავშირი ხდება ქართულთან, მუსიკასთან,გაკვრით ისტორიასთან . მუსიკის სახელმძღვანელოში ბავშვები ეცნობიან

კავშირი საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან: პროექტის განხორციელების დროს კავშირი ხდება ,,მუსიკასთან ”; საგნის შესწავლის დროს ბავშვები ეცნობიან ერთ-ორ ხალხურ საკრავს, ამ პროექტზე მუშაობის დროს ისინი იღებენ უფრო მეტ ინფორმაციას საკრავების შესახებ, როგორც თვალსაჩინოდ , ასევე ისმენენ მათ ჟღერადობას ,რის საშუალებასაც იძლევა საიტიhttp://www.alazani.ge/და ।">http://hangebi.ge/। პროექში მოსწავლეები ეცნობიან იმას, რომ ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტარიუმი წარმოდგენილია სიმებიან, ჩასაბერ, კლავიშებიან და დასარტყამი ინსტრუმენტების ჯგუფება. სიმებიანი საკრავები იყოფა: ჩამოსაკრავ და ხემიან საკრავთა ქვეჯგუფებად. ჩამოსაკრავს განეკუთვნება ფანდური, ჩონგური და ჩანგი; ხემიანს კი _ჭუნირი ანუ ჭიანური. ჩასაბერი ჯგუფი წარმოდგენილია შემდეგი საკრავებით: მრავალღერიანი სალამური (ლარჭემ-სოინარი), უენო და ენიანი სალამურები, დუდუკი, ზურნა, გუდასტვირი და ჭიბონი, პილილი. კლავიშებიანს განეკუთვნება: ბუზიკა, წიკო-წიკო და გარმონი. დასარტყამ საკრავებს განეკუთვნებიან დოლი, დაირა, დიპლიპიტო, დაფდაფი, წინწილა।

კავშირი ხდება ,,ქართულ ენასთან”: ბავშვები ეცნობიან და სწავლობენ ხალხურ პოეზიას, ასევე კავშირი ხდება ,,ისტორიასთან”_ ეცნობიან ჩვენი ქვეყნის წარსულს, ეცნობიან სახელოვან წინაპრებს, ეცნობიან მათ შემოქმედებას; აქვე ასევე გამოყენებული იქნება ზემოთ აღნიშნული ინტერნეტსაიტები.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მუს। I.2._I.5._I.6._I.7._I.8._I.10.

პროექტის ფასილიტატორი:ირინა ზაქარეიშვილი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა:

mailto:irizaqareishvili@gmail%3Cspan%20title=

პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:

।blogspot.com/">http://irinazaqareishvili।blogspot.com/

http://www.youtube.com/results?search_query=chakrulo&aq=f http://www.alazani.ge/ http://hangebi.ge

რამდენჯერ მითქვამს ბალღებო -
ნუ ღრეცავთ სიმღერებსაო;
სიმღერას სწორე თქმა უნდა,
შეხმატკბილება ხმებსაო!..

მამა-პაპისა ჰანგები
სუფრასა ამშვენებსაო;
თქვენ კი უხეშათ გაჰკივით,
აქა იქ ჩაჰკრავთ ხმებსაო;
უფროსებს ყური დაუგდეთ -
გასწავლით სიმღერებსაო!..

“ჰოპუნა” “ყურშავს” არა ჰგავს,
“გვიბრძანე” – “მაყრულს”, “ჭონასა”,
ყველა ეს დიდი განძია,
გავს მარგალიტის კონასა!..

http://childtopia.com



http://youtu.be/YfiGZbWUdoA

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!