суббота, 22 декабря 2012 г.
пятница, 2 ноября 2012 г.
вторник, 16 октября 2012 г.
воскресенье, 7 октября 2012 г.
понедельник, 14 мая 2012 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
ირინა ზაქარეიშვილი
ამოჭიკჭიკდი ფანდურო
გული შაბურე ნისლითა,
მაშფოთოს ხმამა მკვნესარმა,
ჩემს საყვარელზე ფიქრითა,
შენ რომ გულს მამფენ ნათელსა,
არ იყიდება ფულითა.
იმით მიყვარხარ, ტიალო
იმით ყურს გიგდებ გულითა.
. . . .ვაჯა-ფშაველა
ფანდური სამ სიმიანი ჩამოსაკრავი საკრავია, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა კუთხეში, ფანდური ძირითადად სააკომპანიმენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები_საგმირო, სახუმარო და სატრფიალო სიმღერები, შაირები. ფანდურზე სრულდება საცეკვაო სიმღერებიც. ამ “საცეკვაოებს” ცეკვის დროს ახლავს ტაში, რომელიც ხაზს უსვამს რითმს. ცეკვას, ფანდურისა და ტაშის თანხლებით “ტაშფანდურას” ეძახიან.